• ვიქტორ დოლიძის ქუჩა №12
  • Contact@XDental.Ge
  • ორშ - პარ, 08:00 am - 09:00 pm

ორთოდონტია – ორთოდონტიული მკურნალობა მოიცავს ყბა-კბილთა ანომალიების გამოხატულებების ხარისხის განსაზღვრას, დიაგნოსტირებასა და მკურნალობას ორთოდონტიული აპარატების საშუალებით. მოსახლეობაში ორთოდონტიული დახმარების საჭიროება საკმაოდ მაღალია. უმეტეს ქვეყანაში ორთოდონტიული მკურნალობის შეფასება ხდება კლინიკური ინდექსებით: 1 ) IOTN ორთ. მკ. –ბის საჭიროების . 2). ICON საჭიროების, სირთულის, მკურნალობის შედეგის ინდექსი. 3). DAI მკ.-ბის ესთეტიკურობის ინდექსი.

კბილების ანომალიებს, კბილთა რიგების და ყბების ანომალიებს მივყავართ ოკლუზიის ანუ თანკბილვის ანომალიებამდე… კბილების ფორმის, კბილთა რიგების და ყბების ანომალიების გამომწვევი მიზეზები არსებობს როგორც ეგზოგენური (ცხოვრების წესი, გარემო პირობები, მავნე ჩვევები) ასევე ენდოგენური (მუცლადყოფნის, გენეტიკური).

ორთოდონტიული მკურნალობის დაგეგმვა პირდაპირ კავშირშია ანომალიის ხარისხთან. მკურნალობის ხანგრძლივობაც ანომალიის ხარისხზეა დამოკიდებული. პირის ღრუში კბილების არასწორი დგომა და თანკბილვის ანომალიების განვითარება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციონირებაში მონაწილეობას იღებს სუნთქვა ყლაპვა ღეჭვა და მეტყველება. ეს სასიცოცხლო ფუნქციებია, მათი დარღვევა იწვევს კბილების დგომის , ყბების განვითარების და ოკლუზიურ ანომალიებს. ადრეული ასაკიდან ვითარდება ყბების ზრდის პრობლემები რის გამოც ყბის ძვალში კბილებისთვის ადგილის დეფიციტის პრობლემა ჩნდება. მეტყველების ყლაპვის და სუნთქვის პრობლემების არსებობიდან გამომდინარე ორთოდონტიული მკურნალობა ხშირ შემთხვევაში მოიცავს კომბინირებულ მკურნალობას გნათოლოგის, ყბა-სახის ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის ჩარევებს ეფექტის მისაღწევად ადრეული ასაკიდანვე.

ორთოდონტიულ აპარატებს იყენებენ ყბა-ბილთა სისტემის ანომალიების სამკურნალოდ, შესანარჩუნებლად და პროფილაქტიკის მიზნით. სამკურნალო აპარატებს მიეკუთვნება:1.1 მექანიკური და 1.2ფუნქციური აპარატები, ასევე 1.3კომბინირებული.არსებობს პირშიგნითა და პირგარეთა სამკურნალო აპარატები.

  1. მექანიკური აპარატები – დაფუძნებულია ძალების განვითარებაზე რომლის საშუალებითაც ხდება კბილთა რიგების გადაადგილება, კბილთა რკალის ნორმალიზება.

2.ფუნქციური აპარატები მოქმედებენ ყბა-სახის მიდამოს კუნთების შეკუმშვის ანუ ფუნქციის შესრულების დროს და საკბეჩი მოედნის დახმარებით.

  1. კომბინირებული აპარატები აერთიანებს მექანიკურ და ფუნქციურ აპარატს.
    მოუხსნელ აპარატებს მიეკუთვნება:

4.ბრეკეტ სისტემა – ამ აპარატის საშუალებით მკურნალობის პროცესში ხორციელდება კბილთა რკალის კორექცია ოკლუზიურ სიბრტყეში. კბილთა რიგების გასწორება. კბილთა დგომის ანომალიების გასწორება. ექიმ ორთოდონტს ეს საშუალებას აძლევს ანომალიური ოკლუზიის დროს მიაღწიოს ურო მეტად ფუნქციურ და ეფექტურ შედეგს სხვა აპარატებთან შედარებით.

 

 

Call Now Buttonდაგვიკავშირდით - 568 701 807