სიბრძნის კბილების ექსტრაქცია
მე-8 კბილები პირის ღრუში წარმოადგენენ რუდიმენტულ დანამატს. მათ არ გააჩნიათ ღეჭვითი ფუნქცია. საკვების მიღების შემდგომ, ხშირად საკვები ნარჩენები სწორედ ამ მიდამოში გროვდება და მათი სრულფასოვანი გაწმენდა ვერ ხერხდება ჯაგრისის საშუალებით. სწორედ ამიტომ, ამოჭრისთანავე მალევე ჩნდება კარიესის ნიშნები. მე-8 კბილები 17 წლიდან 25 წლამდე ამოიჭრება. იმ შემთხვევაში, თუკი მათთვის ადგილი არსებობს ყბის ძვალში. სხვა შემთხვევაში მისთვის ამოჭრის ადგილი გამოჩნდება სხვა კბილების დაკარგვის შემდეგ. სიბრძნის კბილის გაძნელებული ამოჭრა, სწორედ ყბის ძვალში არასაკმარისი სივრცის გამო ხდება. სიბრძნის კბილის გაძნელებულ ამოჭრას თან ახლავს ძლიერი ტკივილები, შესაძლოა აბსცესი და ლიმფური ჯირკვლების გადიდებაც ახლდეს თან. მე-8 კბილების ექსტრაქციის ჩვენებას ვადგენთ რენტგენოლოგიური კვლევის შემდგომ. პერიკორონატიტის დროს ხდება მფარავი ლორწოვანის გაკვეთა ანუ ქუდაკის მოკვეთა რის შემდგომაც მარტივად ამოიჭრება კბილი.
რენტგენოლოგიური კვლევები გვაძლევს ინფორმაციას ამოუჭრელი სიბრძნის კბილის ყბის ძვალში მდებარეობის შესახებ. რეტენცია არის გაძნელებული სიბრძნის კბილის ამოჭრა. არსებობს ნაწილობრივი და სრული რეტენცია. ორივე შემთხვევაში საჭიროა მოხდეს რეტენციული სიბრძნის კბილის ექსტრაქცია. რეტენციული და ნახევრად რეტენციული სიბრძნის კბილები იწვევენ თანკბილვის დარღვევას, ზედა-ქვედა ყბის სახსრის პრობლემებს, აზიანებენ მეზობელ მე-7 კბილებს.
- დენტალური იმპლანტაცია – დაკარგული კბილების დენტალური იმპლანტებით აღდგენა თანამედროვე მედიცინის ყველაზე პოპულარული მეთოდია. ჩვენს კლინიკაში იმპლანტაციის დაგეგმარება ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შემდგომ. პაციენტის გამოკითხვა და იმპლანტაციის დაგეგმვა პაციენტთან შეთანხმებით გვაძლევს საშუალებას სრულფასოვანი ორთოპედიული კონსტრუქციის შესადგენად. ჩვენი გამოცდილი ქირურგები იყენებენ უახლესი ტექნიკის ტიტანის იმპლანტანტებს ყბის ძვალში.
პრემიუმ კლასის იმპლანტებს გააჩნიათ ყბის ძვალთან ბიო შეთავსება, სწრაფი ინტეგრაცია, რაც უზრუნველყოფს 2 თვეში მდგრად საფუძველს ბუნებრივი და ფუნქციური კბილების აღდგენისთვის.
- ძვლის გადანერგვა – იმ შემთხვევებში, როდესაც ყბის ძვალს არ აქვს საკმარისი სიმკვრივე ან მოცულობა, ჩვენი გამოცდილი ქირურგები ატარებენ ძვლის გადანერგვის შემდეგ პროცედურებს. პროცესი მოიცავს ხელოვნური ძვლის გადანერგვას, დამატებას, ახალი ძვლის ზრდის სტიმულირებისთვის.
- ღრძილების გადანერგვა – ეს ტექნიკა ხელს უწყობს ღრძილების ქსოვილის აღდგენას პირის ღრუს სხვა უბნებიდან გრაფტების გადანერგვით, რაც აუმჯობესებს როგორც ესთეტიკას, ასევე ღრძილების ჯანმრთელობას. .ოდონტოგენური კისტა – ქირურგიული ჩარევით ხდება კბილის ფესვის 1/3 -ის მოკვეთა კისტასთან ერთად. კისტა წარმოადგენს გრანულაციური ქსოვილის შემოსაზღვრულ ქსოვილს, რომელსაც ახასიათებს ნელი ზრდა. კისტოზური ქსოვილი შეიძლება წლობით არსებობდეს და არ გააჩნდეს რაიმე დისკომფორტი მანამ, სანამ არ ჩამოყალიბდება აბსცესი.
- ყბის მაკორექტირებელი ქირურგია – ჩვენი გამოცდილი გუნდი გთავაზობთ ყბის მაკორექტირებელ ქირურგიას, რათა აღმოიფხვრას ფუნქციური და ესთეტიკური პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ყბის არასწორ განლაგებასთან ან სახის ასიმეტრიულობასთან. ამ პროცედურას შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ჩაკბეჩის პროცესი, მეტყველება და სახის სიმეტრია.
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტები არის თქვენი უსაფრთხოება, კომფორტი და სრულყოფილი შედეგი.
- პროფილაქტიკური სტომატოლოგია – შეინარჩუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და თავიდან აიცილეთ სტომატოლოგიური პრობლემები. ეს სერვისი მოიცავს კარიესის განვითარების და პაროდონტიტის პროფილაქტიკას. პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა კბილების პროფესიონალურ წმენდას 6 თვეში ერთხელ ულტრაბგერითი სკალერის აპარატით. საფუძვლიან გამოკვლევები – რემთერაპია, ფტორის პროცედურები, რათა გქონდეთ ძლიერი ჯანსაღი კბილები კარიესის გარეშე.
- კარიესის მკურნალობა – კარიესისგან დაზიანებული კბილების ფუნქცია და გარეგნობის აღდგენა ხდება მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური კომპოზიციურ მასალებით, რომლებიც იდეალურად ერწყმის თქვენს ბუნებრივ კბილებს, რაც უზრუნველყოფს გამძლე და ესთეტიკურად სასიამოვნო შედეგს.
- ფესვის არხის თერაპია – მწვავე პულპიტი და მწვავე პერიოდონტიტი ეს კარიესის გართულებებია, რომელსაც ახლავს ძლიერი ტკივილი. მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ სტომატოლოგთან ვიზიტის გზით. მკურნალობა მოიცავს ძლიერი ტკივილების მოხსნას, ან პირიქით , ტკივილის პრევენციას. ეს განსაკუთრებული მიდგომა აშორებს ინფიცირებულ პულპას, ხდება ფესვის არხების მექანიკური და მედიკამენტოზური დამუშავება. ინფექციის აღმოფხვრა და არხების სრული დეზინფექცია უზრუნველყოფს და იცავს კბილს განმეორებითი ინფექციის განვითარებისგან. ფესვის არხების სრული სანაციის შემდგომ ხურავს არხს შემდგომი ინფექციის თავიდან ასაცილებლად არხების მკურნალობის დასრულება ხდება მისი შევსებით, დაბჟენით.
- ღრძილების დაავადების მკურნალობა მოიცავს პაროდონტის დაავადებების მკურნალობას. პაროდონტის დაავადებებს წარმოადგენს გინგივიტი, ორსულთა გინგივიტი და პაროდონტიტი.
1 ). გინგივიტი ხშირ შემთხვევაში ბავშვთა ასაკში ვითარდება არასრულფასოვანი კვების გამო იმუნიტეტის დაქვეითების ხარჯზე.
2). ორსულთა გინგივიტი სახელწოდებიდან გამომდინარე ორსულობის პერიოდში ვითარდება, რაც გამოწვეულია ორსულობის პერიოდში ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევების გამო.
3). პაროდონტიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა რომლის ეტიოლოგია დაზუსტებული არ არის. პაროდონტიტის დროს პაციენტი უჩივის ღრძილებიდან სისხლდენას, შესაძლოა ტკივილი. ახასიათებს კბილების მორყევა. მკურნალობა მიზნად ისახავს ღრძილების ჯანმრთელობის აღდგენას და შემდგომი დაზიანების თავიდან აცილებას. მკურნალობის მიზნით ხდება ულტრაბგერის სკალერის აპარატით კბილების და ღრძილების ღრმა პროფესიული წმენდა. 3 თვეში ერთხელ. ასევე ვექტორის აპარატით მკურნალობა, რაც მოიცავს პაროდონტის ქსოვილებში კალციუმის ჰიდროქსი აპატიტების შეყვანას. ამის შემდეგ პაციენტს აღარ აქვს ღრძილებიდან სისხლდენა. კბილების მორყევაც კლებულობს. პაციენტს ენიშნება მედიკამენტები, სავლებები, ასევე ინდივიდუალური დიეტა.
- ესთეტიკის აღდგენის მიზნით – კბილების გათეთრება, ის მოიცავს როგორც საოფისე, ისე სახლის პირობებში.
1). საოფისე გათეთრება ხდება ჩვენს კლინიკაში ZOOM-ის აპარატის ლაზერული სხივის საშუალებით. აპარატს აქვს 15 წუთიანი ჩართვები. მაქსიმუმ 45 წუთის განმავლობაში კბილები იღებს სასურველ თეთრ ფერს. სახლის პირობებში გათეთრებაც სტომატოლოგი თერაპევტის რჩევით უნდა მოხდეს. კონსულტაციაზე ხდება კბილების დათვალიერება. პირის ღრუში არ უნდა იყოს კარიესები, ბზარები, სოლისებური დეფექტები. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული კბილების მგრძნობელობის მომატების თაობაზე. საოფისე გათეთრება უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია. მაღალხარისხიანი მათეთრებელი გელები, რომლებსაც ჩვენს კლინიკაში უკვე მრავალი წელია ვიყენებთ, დაგეხმაროთ მიაღწიოთ უფრო თავდაჯერებულ ღიმილს.
ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე დღესვე და მიეცით საშუალება კლინიკა XDental Clini-ს, იყოს თქვენი ერთგული პარტნიორი პირის ღრუს ოპტიმალური ჯანმრთელობისა და ლამაზი ღიმილის მიღწევაში. ჩვენთან სანდო სტომატოლოგიური თერაპიის სერვისები დაგხვდებათ, რომლებიც მორგებული იქნება თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე.