კეთილი იყოს თქვენი მობრძანება XDental Clinic-ში, სადაც დაგხვდებათ ჩვენი გამოცდილი გუნდი ,რომელიც მზად არის და შეგიქმნათ კომფორტული გარემო თქვენი სტომატოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად.
გამოგვყევი ბოლომდე და გაიგე უფრო მეტი ჩვენი სტომატოლოგიური თერაპიის სერვისების შესახებ.
- პროფილაქტიკური სტომატოლოგია – შეინარჩუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და თავიდან აიცილეთ სტომატოლოგიური პრობლემები.ეს სერვისი მოიცავს კარიესის განვითარების და პაროდონტიტის პროფილაქტიკას. პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა კბილების პროფესიონალურ წმენდას 6 თვეში ერთხელ ულტრაბგერითი სკალერის აპარატით ,საფუძვლიან გამოკვლევები, რემთერაპია ,ფტორის პროცედურებში.რათა გქონდეთ ძლიერი, ჯანსაღი კბილები კარიესებისგარეშე.
- კარიესის მკურნალობა– კარიესისგან დაზიანებული კბილების ფუნქცია და გარეგნობის აღდგენა ხდება მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური კომპოზიციურ მასალებით ,რომლებიციდეალურად ერწყმის თქვენს ბუნებრივ კბილებს, რაც უზრუნველყოფს გამძლე და ესთეტიკურად სასიამოვნო შედეგს.
- ფესვის არხის თერაპია – მწვავე პულპიტი და მწვავე პერიოდონტიტი ეს კარიესის გართულებებია რომელსაც ახლავს ძლიერი ტკივილი.მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ სტომატოლოგთან ვიზიტის გზით.მკურნალობა მოიცავს ძლიერი ტკივილების მოხსნას ,ან პირიქით ტკივილის პრევენციას.ეს განსაკუთრებული მიდგომა აშორებს ინფიცირებულ პულპას,ხდება ფესვის არხების მექანიკური და მედიკამენტოზური დამუშავება. ინფექციის აღმოფხვრა და არხების სრული დეზინფექცია უზრუნველყოფს და იცავს კბილს განმეორებითი ინფექციის განვითარებისგან. ფესვის არხების სრული სანაციის შემდგომ ხურავს არხს შემდგომი ინფექციის თავიდან ასაცილებლად არხების მკურნალობის დასრულება ხდება მისი შევსებით ,დაბჟენით.
- ღრძილების დაავადების მკურნალობა – მოიცავს პაროდონტის დაავადებების მკურნალობას. პაროდონტის დაავადებებს წარმოადგენს გინგივიტი,ორსულთა გინგივიტს და პაროდონტიტი.
- გინგივიტი ხშირ შემთხვევაში ბავშვთა ასაკში ვითარდება არასრულფასოვანი კვების გამო იმუნიტეტის დაცემის ხარჯზე.
- ორსულთა გინგივიტი სახელწოდებიდან გამომდინარე ორსულობის პერიოდში ვითარდება ,რაც გამოწვეულია ორსულობის პერიოდში ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევების გამო.
- პატორონტიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა რომლის ეტიოლოგია დაზუსტებული არ არის.პაროდონტიტის დროს პაციენტი უჩივის ღრძილებიდან სისხლდენას, შესაძლოა ტკივილს.
ახასიათებს კბილების მორყევა, მკურნალობა მიზნად ისახავს ღრძილების ჯანმრთელობის აღდგენას და შემდგომი დაზიანების თავიდან აცილებას. მკურნალობის მიზნით ხდება ულტრაბგერის სკალერის აპარატით კბილების და ღრძილების ღრმა პროფესიული წმენდა 3 თვეში ერთხელ, ასევე ვექტორის აპარატით მკურნალობა ,რაც მოიცავს პაროდონტის ქსოვილებში კალციუმის ჰიდროქსი აპატიტების შეყვანას, ამის შემდეგ პაციენტს აღარ აქვს ღრძილებიდან სისხლდენა, კბილების მორყევაც და კლებულობს.
პაციენტს ენიშნება მედიკამენტები,სავლებები,ინდივიდუალურადვე დიეტა.
- ესთეტიკის აღდგენის მიზნით.
- კბილების გათეთრება – მოიცავს როგორც საოფისე ისე სახლის პირობებში. 1)საოფისე გათეთრება ხდება ჩვენს კლინიკაში ZOOM-ის აპარატის ლაზერული სხივის საშუალებით.აპარატს აქვს 15 წუთიანი ჩართვები. მაქსიმუმ 45 წუთის განმავლობაში კბილები იღებს სასურველ თეთრ ფერს.სახლის პირობებში გათეთრებაც სტომატოლოგი თერაპევტის რჩევით უნდა მოხდეს.
კონსულტაციაზე ხდება კბილების დათვალიერება დაგეგმარება გელებით მკურნალობის მიზნით.პირის ღრუში არ უნდა იყოს კარიესები,ბზარები,სოლისებური დეფექტები.
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული კბილების მგრძნობელობის მომატების თაობაზე.აღნიშნულის შემთხვევაში საჭიროა მიმართოს საკუთარ სტომატოლოგს. საოფისე გათეთრება უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია.მაღალხარისხიანი მათეთრებელი გელები, რომლებსაც ჩვენს კლინიკაში უკვე მრავალი წელია ვიყენებთ ,დაგეხმაროთ მიაღწიოთ უფრო თავდაჯერებულ ღიმილს.
XDental Clinic-ში უპირატესობას თქვენს კომფორტს ვანიჭებთ და ვცდილობთ მოგაწოდოთ გამორჩეული სტომატოლოგიური თერაპიის სერვისები.
ჩვენი პროფესიონალი გუნდი იყენებს უახლეს ტექნიკას და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყოს მოვლის უმაღლესი სტანდარტი. ჩანიშნეთ კონსულტაცია დღესვე და მიეცით საშუალება XDental Clini-ს იყოს თქვენი ერთგული პარტნიორი პირის ღრუს ოპტიმალური ჯანმრთელობისა და ლამაზი ღიმილის მიღწევაში.
გვერწმუნეთ, რომ ჩვენთან მეგობრული და სანდო სტომატოლოგიური თერაპიის სერვისები დაგხვდებათ, რომლებიც მორგებული იქნება თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე.