კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლინიკა XDental Clinic-ში, სადაც დაგხვდებათ სანდო სივრცე უმაღლესი ხარისხის იმპლანტოლოგიური სერვისებისთვის. ჩვენი მეგობრული და გამოცდილი გუნდი გთავაზობთ სტომატოლოგიურ მკურნალობას, რომელიც დაგეხმარებათ გქონდეთ ჯანსაღი და თავდაჯერებული ღიმილი.
- დენტალური იმპლანტები – წარმოადგენს დაკარგული კბილების აღდგენას თანამედროვე მეთოდით. დენტალური იმპლანტანტი ასრულებს ხელოვნური ფესვის ფუნქციას, რომელიც საიმედოდ ინტეგრირდება თქვენი ყბის ძვალში.
2 დან 6 თვემდე პერიოდი წარმოადგენს იმპლანტების გაძვალების პერიოდს. სწორედ ამის შემდგომ ხდება იმპლანტებზე გვირგვინების, ხიდების ან მოსახსნელი პროთეზების დაფიქსირება. იმპლანტაცია უზრუნველყოფს კბილების გარეგნობის და ღეჭვითი ფუნქციის აღდგენას. ესთეტიკური და ფუნქციური პრობლემის სრულად აღსადგენად უკბილო ყბაზე მინიმუმ 6 იმპლანტია საჭირო იმისთვის, რომ მოუხსნელი კონსტრუქცია დამზადდეს.
- მინი იმპლანტები გამოიყენება ორთოდონტიული მკურნალობის დროს, ასევე ბავშვთა ასაკში სასის გამაფართოებელ აპარატებთან ერთად.
- იმპლანტებზე პროთეზირება – არსებობს მოსახსნელი და მოუხსნელი კონსტრუქციები:
1). მოუხსნელი კონსტრუქციას უკბილო ყბაზე წარმოადგენს ხიდი (მეტალოკერამიკის ან ცირკონის).
2). მოსახსნელი კონსტრუქციები იმპლანტებზე უზრუნველყოფს სტაბილურობას და გამორიცხავს სპეციალური წებოს საჭიროებას.
- სინუს აწევა და ძვლის ტრანსპლანტაცია – იმ შემთხვევებში, როდესაც ძვლის მოცულობა არასაკმარისია, ჩვენი იმპლანტოლოგები იყენებენ ძვლის აუგმენტაციის სხვადასხვა მეთოდებს. მიდგომები ზედა და ქვედა ყბისთვის ძვლის დეფიციტის არსებობისას, განსხვავებულია.
სინუს ლიფტინგები (ღია და დახურული). ძვლის გადანერგვის პროცედურა გამოიყენება ზედა ყბაზე საღეჭ მიდამოებში. ამ დროს ხდება ჰაიმორის წიაღების ფსკერის აწევა ანუ, ლიფტინგი და სივრცის ხელოვნური ძვლით შევსება. დენტალური იმპლანტის დაყენების წარმატების უზრუნველსაყოფად. სინუს ლიფტინგის საჭიროება კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათით დგინდება. ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები იყენებენ მოწინავე ტექნიკას ძვლის გასადიდებლად და რეგენერაციისთვის, რაც ქმნის მყარ საფუძველს იმპლანტებისთვის.
- იმპლანტის შენარჩუნება და შემდგომი მოვლა – ჩვენი პროფესიონალი გუნდი გთავაზობთ იმპლანტის შენარჩუნებისა და შემდგომი მოვლის უმაღლესი ხარისხის საშუალებებს. რეგულარული შემოწმება, ძირეული წმენდა და პირის ღრუს ჰიგიენის პერსონალიზებული ინსტრუქციები იმპლანტის მოვლის პროგრამის აუცილებელი ელემენტებია.